სალომე საქიძე – პარტია „მომავლის სხივის“ დამფუძნებელი
სალომე საქიძე დაიბადა 2006 წლის 15 მაისს, თბილისში. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა ლიდერული თვისებებითა და განსაკუთრებული ინტერესით სამართლის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ. 2023 წელს მან დაამთავრა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობისა და თბილისის №115 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი მიზანი, რომ ახალგაზრდობის ძალა და ცოდნა უნდა იქცეს ქვეყნის განვითარების საფუძვლად.სალომემ განათლების გზა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით. მალევე კი მეორე პროფესიად ეკონომიკაც აირჩია ,რათა უკეთ შეეთავსებინა სამართალი და ეკონომიკური სტრატეგია ქვეყნის ინტერესებისთვის.2024-2025 წლებში მან წარმატებით დაასრულა ჰარვარდის სისხლის სამართლის სამაგისტრო კურსი.
2017-2018 წლებში დაამთავრა საქართველოს შსს ახალგაზრდული აკადემია ფრიადებზე.
2021-2022 წლებში კვლავ ფრიადებზე დაასრულა ახალგაზრდა კრიმინოლოგთა აკადემია.
საქიძეს საერთაშორისო აღიარებაც აქვს: იგი ფლობს 23 ქვეყნის იურიდიული წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოფიციალურ რეკომენდაციებს, რაც ხაზს უსვამს მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და პროფესიულ სანდოობას.პარტიის შექმნის მთავარი მიზანი იყო საქართველოს დაბრუნება იმ ღირსეულ გზაზე, სადაც სამართალი, ეროვნული ინტერესები და თანამედროვე განვითარება ერთიანად მართავს სახელმწიფოს.